„რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.“ ().
1. ცოდვის ტყვეობა და ხსნის სიხარული
ტყვეობის სახელწოდება წარმოთქმით მარტივია, მაგრამ მრავალი აზრი აქვს. არსებობს კეთილი ტყვეობაც, როგორც მაშინ, როცა პავლე ამბობს: „წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა“ (); არსებობს ბოროტიც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა“ (). არსებობს გონისმიერი ტყვეობაც, რომლის შესახებაც ამბობს: „ქადაგებად ტყუეთა განტევებისა“ (ლკ 4:18). არსებობს გრძნობადი ტყვეობაც, რომელიც მტრებისგან მოდის. მაგრამ პირველი უფრო მძიმეა.
რადგან ისინი, ვინც ომის კანონით ვინმეს შეიპყრობენ, ხშირად ტყვეებსაც ინდობენ; და თუნდაც წყლის...