მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 125:2

1. რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.2. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა.3. განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.
ფსალმუნნი თავი 125
2. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა.
ფსალმუნი 125-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.“ ().

1. ცოდვის ტყვეობა და ხსნის სიხარული

ტყვეობის სახელწოდება წარმოთქმით მარტივია, მაგრამ მრავალი აზრი აქვს. არსებობს კეთილი ტყვეობაც, როგორც მაშინ, როცა პავლე ამბობს: „წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა“ (); არსებობს ბოროტიც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა“ (). არსებობს გონისმიერი ტყვეობაც, რომლის შესახებაც ამბობს: „ქადაგებად ტყუეთა განტევებისა“ (ლკ 4:18). არსებობს გრძნობადი ტყვეობაც, რომელიც მტრებისგან მოდის. მაგრამ პირველი უფრო მძიმეა.

რადგან ისინი, ვინც ომის კანონით ვინმეს შეიპყრობენ, ხშირად ტყვეებსაც ინდობენ; და თუნდაც წყლის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის