მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 120:4

3. ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.4. აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
ფსალმუნნი თავი 120
4. აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
ფსალმუნი 120-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?“ ().

1. უფლის შეწევნა და დაუცემელი სვლა

იხილე სული, რომელიც გაჭირვებაშია და გამოსავალს ვერ პოულობს, თითქოს ბოროტებათა შორის იმყოფებოდეს, ნუგეშის მიღება სურს და ღმერთს მიაპყრობს მზერას. ეს კვლავ განსაცდელთა მიღწევა და სარგებელია: ისინი სულს ფრთებს ასხამენ, აღვიძებენ, ზეგარდამო შეწევნის ძიებისკენ უბიძგებენ და ცხოვრებისეული ყოველივესგან განაშორებენ. რადგან თუ იუდეველები, უხეშნი და მიწას მიჯაჭვულნი, ტყვეობის ტანჯვისგან ასე მოშურნენი ხდებოდნენ და ცას უყურებდნენ, მით უფრო მართალი იქნებოდა, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ გასაჭირებში და ღმერთს მივაშუროთ, ჩვენ, ვისგანაც მათზე მეტი სიზუსტე მოითხოვება. რადგან ისინი მაშინ მტრებს შორის იყვნენ მოქცეულნი: არც ქალაქი ჰქონდათ, არც გალავანი, არც კოშკი, არც იარაღი, არც ადამიანური მოკავშირეობა, არც ფულის სიუხვე და არც სხვა ამგვარი რამ; არამედ ტყვეებად და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის