...)6; დავითიც კვლავ ამბობს: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (); და კიდევ: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (). და ყველგან შეიძლება ნახოს ვინმემ, რომ სჯული ასე იწოდება. ასევე ამბობს პავლეც: „და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, მასწავლელად უგუნურთა“ (). რადგან მზის სხივები ისე არ წარუძღვებიან ჩვენი სხეულის თვალებს, როგორც სჯულის მცნებები ანათებენ სულის თვალებს.
6.
ამრიგად, წინასწარმეტყველი გვიჩვენებს, რომ მცნებები ჯერ კიდევ მისაგებელამდე და საზღაურამდე, თვით მათი აღსრულებისას, გვაძლევენ საზღაურს; ამიტომ მათ ნათელი უწოდა. როგორც თვალი თვით განათებისას იღებს სარგებელს, ასევე სულიც თვით რჯულისადმი მორჩილებისას უდიდეს ნაყოფს იკრებს: იწმინდება, ბოროტებისგან თა...