მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 112:8

7. რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,8. რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;9. რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
ფსალმუნნი თავი 112
8. რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.“ ().

1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება

წერილებში ამ ქებათა შესახებ ვრცელი სიტყვაა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ გარკვეული მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი“ (). ამას წმინდა წიგნებიც მრავალგან გვიბრძანებენ და ცხონებულნიც დიდ სამადლობელთა ნაცვლად ამას სწირავენ. და რა სიძნელე აქვს ამას? ამბობს ვინმე: ვისთვის არ არის ადვილი, თუნდაც უბრალო ადამიანთაგან, ამის აღსრულება და ღვთის ქება? თუ ზედმიწევნით შეიცნობ, საქმეში არსებულ შრომასაც დაინახავ და მისგან მომდინარე სარგებელსაც. უპირველესად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის