მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 112:3

2. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;3. მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.4. მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.
ფსალმუნნი თავი 112
3. მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.“ ().

1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება

წერილებში ამ ქებათა შესახებ ვრცელი სიტყვაა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ გარკვეული მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი“ (). ამას წმინდა წიგნებიც მრავალგან გვიბრძანებენ და ცხონებულნიც დიდ სამადლობელთა ნაცვლად ამას სწირავენ. და რა სიძნელე აქვს ამას? ამბობს ვინმე: ვისთვის არ არის ადვილი, თუნდაც უბრალო ადამიანთაგან, ამის აღსრულება და ღვთის ქება? თუ ზედმიწევნით შეიცნობ, საქმეში არსებულ შრომასაც დაინახავ და მისგან მომდინარე სარგებელსაც. უპირველესად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის