მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 110:8

7. მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,8. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.9. ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
ფსალმუნნი თავი 110
8. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. წრფელი მადლიერება და ღვთის საქმეთა ხედვა

რას ნიშნავს „ყოვლითა“ ()? ყოველგვარი მზადყოფნით, დაძაბული გულმოდგინებით, ცხოვრებისეული საზრუნავებისგან გათავისუფლებული, მაღლა აწეული და სულის სხეულის ბორკილებისგან გამომხსნელი. „გულითა“ (): არა უბრალოდ სიტყვებით, არც მხოლოდ ენითა და პირით, არამედ გონებითაც. ასევე ამბობდა მოსეც, როცა რჯულს ადგენდა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (). აქ, ვფიქრობ, აღსარებაში მადლიერებას გულისხმობს. ვუგალობ, ამბობს, მადლობას აღვავლენ. რადგან მთელ ცხოვრებას ამას ახარჯავდა: აქედან იწყებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის