მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 110:2

1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;3. აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 110
2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. წრფელი მადლიერება და ღვთის საქმეთა ხედვა

რას ნიშნავს „ყოვლითა“ ()? ყოველგვარი მზადყოფნით, დაძაბული გულმოდგინებით, ცხოვრებისეული საზრუნავებისგან გათავისუფლებული, მაღლა აწეული და სულის სხეულის ბორკილებისგან გამომხსნელი. „გულითა“ (): არა უბრალოდ სიტყვებით, არც მხოლოდ ენითა და პირით, არამედ გონებითაც. ასევე ამბობდა მოსეც, როცა რჯულს ადგენდა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (). აქ, ვფიქრობ, აღსარებაში მადლიერებას გულისხმობს. ვუგალობ, ამბობს, მადლობას აღვავლენ. რადგან მთელ ცხოვრებას ამას ახარჯავდა: აქედან იწყებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის