მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 109:6

5. უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნნი თავი 109
6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

ავდგეთ, გთხოვთ, და საკუთარი თავი მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ჩვენთან მეტად დიდ საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე საუბრობს; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უდგას წინ, არამედ მრავალფეროვანსა და სხვადასხვაგვარს. იგი იუდეველებსაც ეწყობა საბრძოლველად, პავლე სამოსატელსაც, არიოზის მსგავსად მოაზროვნეებსაც, მარკიონის მიმდევრებსაც, მანიქეველებსაც და ყველასაც, ვინც აღდგომას უნდობლად ეკიდება. რადგან საბრძოლო წყობა ამდენის წინააღმდეგაა, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა შერკინებები სიზუსტით დავინახოთ. გარეშე შეჯიბრებებში, თუნდაც რომელიმე შერკინება მაყურებელს თვალიდან გამორჩეს, ეს მას არაფერს ავნებს; რადგან ის სანახაობა სწავლებისათვის კი არ შეკრებილა, არამედ სიამოვნებისათვის. აქ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის