მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 109:4

3. შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.4. ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.5. უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
ფსალმუნნი თავი 109
4. ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

ავდგეთ, გთხოვთ, და საკუთარი თავი მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ჩვენთან მეტად დიდ საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე საუბრობს; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უდგას წინ, არამედ მრავალფეროვანსა და სხვადასხვაგვარს. იგი იუდეველებსაც ეწყობა საბრძოლველად, პავლე სამოსატელსაც, არიოზის მსგავსად მოაზროვნეებსაც, მარკიონის მიმდევრებსაც, მანიქეველებსაც და ყველასაც, ვინც აღდგომას უნდობლად ეკიდება. რადგან საბრძოლო წყობა ამდენის წინააღმდეგაა, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა შერკინებები სიზუსტით დავინახოთ. გარეშე შეჯიბრებებში, თუნდაც რომელიმე შერკინება მაყურებელს თვალიდან გამორჩეს, ეს მას არაფერს ავნებს; რადგან ის სანახაობა სწავლებისათვის კი არ შეკრებილა, არამედ სიამოვნებისათვის. აქ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის