მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 108:29

28. იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს.29. შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.30. აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,
ფსალმუნნი თავი 108
29. შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.“ ().

1. წყევლათა სიმრავლე და მათი სიმძიმე

აქ დიდი გონიერება გვჭირდება. რადგან სიტყვები, თუ მხოლოდ შიშველი წარმოთქმითა და ნაჩქარევი მოსმენით მივიღებთ, უყურადღებოთაგან მრავალს აშფოთებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის