მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 108:18

17. და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.18. და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;19. ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.
ფსალმუნნი თავი 108
18. და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.“ ().

1. წყევლათა სიმრავლე და მათი სიმძიმე

აქ დიდი გონიერება გვჭირდება. რადგან სიტყვები, თუ მხოლოდ შიშველი წარმოთქმითა და ნაჩქარევი მოსმენით მივიღებთ, უყურადღებოთაგან მრავალს აშფოთებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის