...არებას, სისწრაფეს, ქმედითობას და შეუბღალაობას. ამიტომ წინასწარმეტყველი დავითიც, როცა ზემოთა ძალთა დაუბრკოლებელი მსახურება, მათი მსახურების სისწრაფე და დიდი ქმედითობა უნდოდა ეჩვენებინა, ამბობდა: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“ (); ამ სტიქიონებით იგი ჩვენ გვიჩვენებს სისწრაფეს, სიმსუბუქესა და მოქმედ ძალას. ასეთნი არიან ეს ძალებიც: ხალასი ბაგეებით უგალობენ მეუფეს, ეს საქმე განუწყვეტლივ აქვთ: ქებას აღავლენენ და უწყვეტ მსახურებას აღასრულებენ. მათი ღირსების სიმაღლეს ისიც აჩვენებს, რომ საყდართან ახლოს არიან. რადგან როგორც მიწიერ მეფეებთან უფრო მაღალი ღირსების მქონენი თვით სამეფო საყდართან დგანან, ასევე ეს ძალებიც, აღმატებული სათნოების გამო, ზემო საყდარს გარს ერტყმიან, გამოუთქმელი ნეტარებით მარად ტკბებიან და ამ მსახურების ნეტარი წილით ხარობენ.
„ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა“ (). **„და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირს...