...ძალთა შესახებ წინასწარმეტყველმა ამ სიტყვებს მიმართა, მაშინ როცა თვით ყოვლის ღმერთის შესახებაც არ მოერიდა ამ დამდაბლების გამოყენებას? რადგან როდესაც დავითს სურს აჩვენოს ან მისი უხორცო ბუნება, ან მისი ყველგანმყოფობის სისწრაფე, ამბობს: „რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა“ (). თუმცა არც ქარებს აქვთ ფრთები და არც თვითონ იგი დადის ფრთებზე. რადგან როგორ უნდა იაროს ფრთებზე ის, ვინც ყველგან არის? მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მსმენელთა უძლურებამდე დამდაბლებით, მათ გონებას მათთვის მისაწვდომიდან მაღლა აღიყვანდა. და კვლავ, როდესაც სურს აჩვენოს მისი შეწევნა და ამ შეწევნიდან მომდინარე უსაფრთხოება, იმავე სიტყვებს იყენებს და ასე ამბობს: „საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე“ ().
აქ კი წინასწარმეტყველი ამ ფრთებით მხოლოდ სიმაღლესა და სიმსუბუქეს კი არ გვანიშნებს, არამედ კიდევ სხვა რამ საკრძალავსაც. რადგან აჩვენებს, რომ ხილული, თუნდაც დამდაბლება...