მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 103:2

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,2. შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი.3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
ფსალმუნნი თავი 103
2. შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...სა მას, უხრწნელებით შემოსილსა, საჴმარი იგი საზრდელისაჲ და სამოსელთაჲ, დაღაცათუ განგებულებით, კაცთა შორის რაჲ იქცეოდა, ნეფსით იჴმარნა ესევითარნი ესე უბრალონი წესნი ბუნებისა ჩუენისანი; გარნა აწ, შემდგომად აღდგომისა, არა საჴმარ იყვნეს მისდა სამოსელნი, რამეთუ იგი არს, რომელსა „ჰმოსიეს ნათელი, ვითარცა სამოსელი“, და დიდებაჲ იგი ღმრთივშუენიერი აცჳეს, და არს ჭეშმარიტად სრული ღმერთი და სრული კაცი, უაღრეს ბუნებათა.

ესრეთ უკუე პეტრეს და იოვანეს ჰრწმენა და წარვიდეს, ხოლო მარიამ მაგდანელი დაშთა ადგილობანს, საფლავსა მას თანა დიდებულსა, და ტიროდა, რამეთუ ჯერეთ იჭუეულ იყო აღდგომისათჳს, განგებულებით, რაჲთამცა თჳსითა თუალითა იხილა უფალი.

„და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი იესუჲსი“.

ჯერ-უკუე-იყო გლოვისა მის შეცვალებაჲ სიხარულად, ხოლო იგი მერმეღა ტიროდავე, ვიდრეღა ანგელოზთა რეცა ბრალობით ჰრქუეს: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ რამეთუ არა ჯერ-არს ხილვასა ამას ზედა ჩუენსა გლოვაჲ, არამედ სიხარული. ხოლო მან ჰრქუა მათ იჭჳ იგი გულისა თჳსისაჲ, რომელი აქუ...

სრულად ნახვა