მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 103:15

14. რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.15. და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
ფსალმუნნი თავი 103
15. და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:

...ალეთა მაგათ, კაცად-კაცადსა გეტყჳს: ღჳნოჲ მცირედ იჴმიე, სიძვათათჳს, რომელთა შთაჰვარდები მთრვალობითა, გინებათათჳს საძაგელთა, რომელთა აღმოიტყჳ, რაჟამს ცნობასა მიჰჴდე, სხუათა მათ-თჳს ბილწთა გულისთქუმათა, რომელნი იშვებიან მთრვალობისაგან.

ღჳნოჲ სიხარულად მოგუეცა, ვითარცა იტყჳს: „ღჳნომან ახარის გულსა კაცისასა“, ხოლო თქუენ, მომთრვალენო, ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყუენით; რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს, და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ, და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს, და სული მისი დანთქმულ იყოს მწჳრესა ცოდვისასა.

ამას ესევითარსა არა თუ ყოველთა ვეტყჳ, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ყოველთა ვეტყჳ. არა თუ ყოველნი ითრვებიან. ნუ იყოფინ! არამედ რომელ-იგი მომთრვალეთა არამომთრვალენი უგულებელს-ჰყოფენ და არა იღუწიან, ამისთჳს ვაბრალებ. რამეთუ მკურნალიცა, მივიდის რაჲ და იხილის სნეული უღუწოლელად, არა მას აბრალებნ, არამედ მის თანა მყოფ-თა მათ. ეგრეთვე მე თქუენდა მომართ ვიტყჳ და გევედრები: თავნიცა თქუენნი შორს-ყვენით მთრვალობისაგან და მომთრვალენიცა იღუაწენით ზედაჲსზედა სწავლითა და შერჩულვითა მოქცევად ბოროტისა მის ჩუეულებისაგან, რაჲთა არა უძჳრეს პირუტყუთასა...

სრულად ნახვა