მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 1:2

1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა2. და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას.
ფსალმუნნი თავი 1
2. და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. სულიერი საზრდოს მუდმივი აუცილებლობა:

...ა და სულიერი საზრდო ესაჭიროება, რათა, ამით განმტკიცებული, ხორცის ამბოხს წინ აღუდგეს და იმ ბრძოლას გაუძლოს, რომელიც მუდამ გვემუქრება და ჩვენს სულს ტყვეს ხდის, თუნდაც მცირე ხნით მოვინდომოთ უზრუნველობას მიცემა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა დავითმა ნეტარი უწოდა მას, ვინც უფლის „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (). და ნეტარი მოსე, იუდეველ ხალხს რომ ასწავლიდა, ამბობს: როცა „ჰჭამდე" და სვამდე „და განსძღებოდე", მოიხსენე „უფალი ღმერთი შენი" (). ხედავ, როგორ სწორედ მაშინ, ესე იგი, საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა მივიტანოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იჱ ვითარმედ ყოველივე ჟამი მარჯუე არს საღმრთოთა სიტყუათა სმენად, და რაჲთა ვივლტოდით მავნებელთა ზრახვათაგან:

...საქმისა ამისთჳს, არამედ გინა თუ უცხოსა სახლსა ჯერ-იყოს მისლვაჲ, ანუ თუ უცნაურთა კაცთა თანა ზრახვაჲ, ნურარასმცა ზედა უდებ ვიქმნებით. რამეთუ თითოეულთა საქმეთა ამის სოფლისათა აქუნდინ თჳსი ჟამი, ხოლო სწავლისა საღმრთოჲსა ყოველივე ჟამი ჟამცა არს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „შჯულსა უფლისასა ზრახავნ იგი დღე და ღამე“. და ჰურიათა მოსე მარადის ამისი ქმნაჲ უბრძანა, რამეთუ რაოდენცა შევიდოდის საღმრთოჲ სწავლაჲ სულსა შინა, ესოდენცა განამტკიცებს და განანათლებს მას. ხოლო ჩუენ ამაოთა და ბოროტთა და სულისა მავნებელთა ზრახვათა ყოველი ჟამი ჟამად გუაქუს, და განთიად და შუადღე და მიმწუხრი და ღამით მას ვიქმთ და ადგილთა განვაწესებთ ცუდისა მის ზრახვისათა, ხოლო საღმრთოჲ სწავლაჲ უკუეთუ ერთ ანუ ორგზის გუესმეს დღესა შინა, განვძღებით და მოგუეწყინების. რაჲ არს უკუე მიზეზი ამის საქმისაჲ? გარნა ესე, რამეთუ ბოროტად უძლურ არს სული ჩუენი, და ბუნებითი გულისთქუმაჲ მისი, რომელი მისცა ღმერთმან გულისთქუმად კეთილთა საქმეთა, და ჩუენ ბოროტთა მიმართ მივცვალეთ, და ამისთჳს არღარა სურის სულიერისა მის საზრდელისათჳს, ხოლო ესე დიდისა სენისა სასწაული არს, რაჟამს საზრდელისათჳს არა სწადოდის.

და უკუეთუ ჴორციელად დიდისა სენისა სახჱ არს, არა უფროჲსად სულსა ზედა იყოსა ესრეთ? არამედ ვითარ შეუძ...

სრულად ნახვა