პირველი ნეშტთა 21:13
12. გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა13. და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.14. და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.
პირველი ნეშტთა თავი 21