პირველი ნეშტთა 19:5
4. და მოიყვანნა ანან მონანი იგი დავითისნი და დაჰყჳნა მათ წუერი, და მოკუეთა სამოსლისა მათისა ზოგი ვიდრე სარტყლამდე და განუტევნა იგინი.5. და მოვიდეს და უთხრეს დავითს კაცთა მათთჳს. და წარავლინნა მიგებებად მათდა, რამეთუ იყუნეს გინებულ ფრიად და ჰრქუა მათ მეფემან: დასხედით იერიქოდ ვიდრე აღმოგესხას თმა და წუერი თქუენი, და მაშინღა აღმოვედით.6. და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ჰრცხვენა მონათა დავითისთა. და წარავლინნა ანან და ძეთა ამონისთა და მიუძღუანეს ათასი ტალანტი ვეცხლისა, რათა მოინადონ ასურეთით შუამდინარისით ერი. და მოინადეს ასურეთით, და მააქათ და რასუბათ ეტლები და მჴედრები.
პირველი ნეშტთა თავი 19