პირველი ნეშტთა 19:2
1. და იყო, ამისა შემდგომად მოკუდა ნაას, მეფე ძეთა ამონისათა. და მეფობდა ანან, ძე მისი, მის წილ.2. და თქუა დავით: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა ყო მამამან მისმან ჩუენ თანა წყალობაჲ. და მიავლინნა მოციქულნი დავით, რათა ნუგეშინის-სცეს მას მამისა მისისათჳს. და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანად ძეთა ამონისთა, ნუგეშინის-ცემად მისა.3. და ჰრქუეს მთავართა ამონისთა ანანს: ნუუკუე დიდებად მამისა შენისა დავით წინაშე შენსა მონანი მისნი მოავლინნა ნუგეშინის-ცემად შენდა? არამედ რათა გამოიკულიონ ქალაქი და განიმსტრონ ესე ქუეყანა, ამისთჳს მოავლინნა შენდა?
პირველი ნეშტთა თავი 19