პირველი ნეშტთა 19:17
16. და იხილა ასურმან, რამეთუ იოტა იგი ისრაჱლმან. და მიავლინეს მოციქულნი და მოიყვანნეს ასურნი იგი წიაღ მდინარით და სობოქა ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისა წინაშე მათსა.17. და უთხრეს დავითს. და შეიკრიბა ყოველი ისრაჱლი წიაღ იორდანესა და მოვიდა მათ ზედა და ეწყო მათ. და განეწყო დავით წინაშე ასურთა მათ და ჰბრძოდა მათ.18. და ივლტოდეს ასურნი იგი პირისაგან დავითისა და მოსრა დავით ასურთა მათგანი შჳდ ათასი ეტლი და ორმეოცი ათასი კაცი და სოფაქ, ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისი, მოკლა.
პირველი ნეშტთა თავი 19