პირველი ნეშტთა 10:8
7. და ვითარცა იხილა ყოველმან კაცმან ისრაჱლისმან, რომელი იყუნეს ღელვასა მას, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.8. და იყო ხვალისაგან, და მოვიდეს უცხოთესლნი იგი ტყუენვად და განცრცვად წყლულთა მათ და პოეს საულ და ძენი მისნი დაცემულნი მთასა ზედა გელბუესა.9. და განძარცვეს იგი და წარიღეს თავი მისი და საჭურველი მისი და მიუძღუანეს იგი გარემო ყოველსა ქუეყანასა უცხოთესლთასა და კერპებთა მათთა და ერთა.
პირველი ნეშტთა თავი 10