პირველი მეფეთა 9:2
1. და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი, ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი.2. და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ. და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არა ვინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა.3. და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და რქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი.
პირველი მეფეთა თავი 9