პირველი მეფეთა 7:8
7. და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად.8. და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.9. და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა.
პირველი მეფეთა თავი 7