მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 6:7

6. რაჲსათჳს განაფიცხებთ გულთა, ვითარცა-იგი ეგჳპტელნი და ფარაო განაფიცხნეს გულნი მათნი? და გვემნა იგინი გუემითა მით სასტიკითა, მაშინვე განუტევეს ერი იგი და წარვიდეს.7. ხოლო აწ ქმენით თქვენ ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყსნი და ჴბონი მათნი შინა დაიყენენით.8. და მოიღეთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, დადევით ურემსა მას ზედა, და ჭურჭელი ოქროსა თანაწარეცით გვემულებისათჳს და შთადევით იგი ჩაჴვსა და დადევით გვერდით კერძო მისა, და წარავლინენით იგი და განიყვანენით, რათა წარვიდეს.
პირველი მეფეთა თავი 6
7. ხოლო აწ ქმენით თქვენ ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყსნი და ჴბონი მათნი შინა დაიყენენით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...ედ ჴელმან უფლისამან ტანჯნა ქალაქნი ესე. უკუეთუ არა წარვიდენ მართლიად, არამედ გინა თუ უმწყთა მათ დიაკეულთა უღელი შემუსრონ, ანუ უმეცრებისათჳს გზისა სხუად წარვიდენ, ანუ სურვილითა ჴბოთა მათ-თაჲთა მართლუკუნიქცენ, საცნაურ იყოს, ვითარმედ არა მან ავნო ქალაქთა ამათ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეემთხჳა სენი ესე“. ვინაჲთგან ესრეთ თქუეს მისანთა მათ და ქმნეს მთავართა სიტყჳსაებრ მათისა, დაამტკიცა ღმერთმან სიტყუაჲ იგი მისანთაჲ და აღასრულა, რომელი მათ სასწაულად დაედვა. არა თუ სიტყუაჲ მისანთა და ქურუმთაჲ სათნო იყო ღმრთისა, არამედ გონებასა მას უგულისჴმოებისა და სიზრქისა მათისასა მიაყვანა საქმე იგი და არა უღირს-იჩინა სიტყუასა მას მისანთასა დამტკიცებად საქმით და ჩუენებად ერისა, ვითარმედ რაჲ-იგი მათ თქუეს, საქმით აღესრულა; არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ სარგებელ არს საქმე იგი მრავალთადა, რაჟამს წინამძღუარნი წინააღმდგომთანი მოწამე იყვნენ ჭეშმარიტებისა მის და ძლიერებისა ღმრთისა, საქმით განაგო სიტყჳსა მათისა დამტკიცებაჲ.

ეგრეთვე კუალად საქმე იგი ულუკისაჲ მის მუცლითმეზღაპრისა, რომელი იქმნა საულის ზე, ამისვე განგებულებისა წესსა მსგავს არს, და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოების, რომელი ქმნა ღმერთმან განგებულებით უძლურებისათჳს კაცთაჲსა, თანამიყოლად ჩუეულებისა...

სრულად ნახვა