მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 6:2

1. და დადგა კიდობანი იგი ღმრთისა ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შვიდ თვე და აღმოაცენა ქუეყანამან მათმან თაგვი.2. მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა მათ ქურუმთა მათთა და მისანთა და ულუკთა: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე უფლისა? მითხართ ჩუენ, რათა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა. ხოლო მათ რქუეს:3. უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მაგას შჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, ნუ წარიღებთ მაგას ეგრე, არამედ წარიღეთ მის თანა გვემისა თქუენისათჳს ნიჭად მისად და გელხინოს თქუენ, უკუეთუ არა აღიღოს ჴელი მისი დამძიმებული თქუენ ზედა.
პირველი მეფეთა თავი 6
2. მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა მათ ქურუმთა მათთა და მისანთა და ულუკთა: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე უფლისა? მითხართ ჩუენ, რათა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა. ხოლო მათ რქუეს:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

..., რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა. ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა მოასწავებს და იტყჳს: „კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“, რამეთუ ზრუნვასა მას და მისგან ყოფადსა ჭირსა აჩუენებს, და ჭეშმარიტად ვერარაჲ ესრეთ შეაურვებს გულსა, ვი-თარ ზრუნვაჲ ფრიადი.

ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ“, არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ დღე ზრუნავს, არამედ ვინაჲთგან ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა იყო სიტყუაჲ მისი, განცხადებულებისათჳს სიტყჳსა თჳსისა დღესა მიაჩემებს და ჩუეულებისაებრ მრავალთაჲსა ჰყოფს სიტყუასა მას. რამეთუ აქა ესრეთ თქუა განზრახვისა სახედ, ხოლო ქუემორე მცნებად მისცემს ამას და ეტყჳს: „ნუ მოიგებთო ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა“; რამეთუ ვინაჲთგან საქმით აჩუენა, მერმე სიტყჳთცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაჲთა კეთილად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი. და ვითარ აჩუენა საქმით? ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ:...

სრულად ნახვა