პირველი მეფეთა 6:18
17. და საგურკველნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნეს უცხოთესლთა ლხინებისა მათისათჳს უფლისა: ერთი აზოტელთა, ერთი გაზელთა, ერთი ასკალონელთა, ერთი აკკარონელთა და ერთი გეთეელთა.18. ეგრეცა ხუთნი იგი თაგუნი ოქროსანი მსგავსად რიცხჳსა მის ქალაქთასა ხუთთა თავადთა და მთავართა ქალაქთა განმაძნელებელთა დაბადმდე ფერეზისა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, რომელსა ზედა დადგეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, რომელი დადგა ადგილსა მას ოსესა ბეთსაბილესისასა.19. და დასცნა მათგანი ღმერთმან ერგასის ათას სამეოცდაათი კაცი. იწყეს გლოვად ერმან მან, რამეთუ დასცნა იგინი უფალმან გუემითა დიდითა ფრიად.
პირველი მეფეთა თავი 6