პირველი მეფეთა 6:11
10. და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყსნი, და შეაბნეს იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.11. და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროსანი და საგურკველნი იგი, და ჩაასხნეს იგინი ჩაჴვსა, და დასხნეს გვერდით მისა.12. და წარვიდეს დიაკეულნი იგი გზასა მას ბეთსამისით კერძო, მართლ გზასა მივიდოდეს, არა დაშვრენ და არა გარდააქცივეს გზასა, არცა მარჯულ და არცა მარცხულ. და მთავარნი უცხოთესლთანი შეუდგეს უკანა საზღვრადმდე ბეთსამისა.
პირველი მეფეთა თავი 6