პირველი მეფეთა 6:10
9. და იხილეთ, უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამიით კერძო. მაშა სცანით, რამეთუ მას მოუვლინებიეს გუემაჲ ესე. უკუეთუ არა წარვიდეს, უწყოდით, რამეთუ ჴელი მისი არა გვავნებს ჩუენ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეგუემთხჳა ჩუენ ესენი ესე.10. და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყსნი, და შეაბნეს იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.11. და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროსანი და საგურკველნი იგი, და ჩაასხნეს იგინი ჩაჴვსა, და დასხნეს გვერდით მისა.
პირველი მეფეთა თავი 6