პირველი მეფეთა 4:3
2. და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი.3. და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა!4. და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა.
პირველი მეფეთა თავი 4