პირველი მეფეთა 31:7
6. და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად.7. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა.8. და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.
პირველი მეფეთა თავი 31