პირველი მეფეთა 30:16
15. და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შემძლებელ ხარა, რათა შემიყვანო ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ მე ღმერთსა შენსა, და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო შენ ბანაკსა მათსა. და ეფუცა დავით მას.16. და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა.17. და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს.
პირველი მეფეთა თავი 30