პირველი მეფეთა 3:8
7. და სამოველ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რამე განცხადებულებაჲ არს მისა მიმართ.8. და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას.9. და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
პირველი მეფეთა თავი 3