პირველი მეფეთა 27:2
1. განიზრახა დავით გულსა თჳსსა და თქუა: მე უწყი, რამეთუ შე-სამე-ვარდე დღესა ერთსა ჴელთა საულისთა, და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა, არამედ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა. და თუ მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე ჴელთაგან მისთა.2. და წარვიდა დავით ექუს ათასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის მოაქისა, მეფისა მის გეთელთასა.3. და დადგა დავით ანქუშის თანა გეთსა შინა, იგი თავადი და ერი იგი და ყოველი სახლი მათი და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტერი და აბგეა, ცოლი იგი ნაბალისი კარმელელისა.
პირველი მეფეთა თავი 27