პირველი მეფეთა 26:6
5. და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.6. მიუგო დავით და ჰრქვა აბიმელექს ქეტელსა და აბესეს, ძესა შარუელისასა, ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკსა მას საულისასა? და ჰრქუა აბესა დავითს: მე შემოვიდე შენ თანა.7. და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისასა ღამე, და საულს ეძინა და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისსა, და აბენეზერს და ყოველსა ერსა მისსა ეძინა გარემოს მისსა.
პირველი მეფეთა თავი 26