პირველი მეფეთა 26:15
14. და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისასა და თქუა: აბენერ, შენ გეტყჳ, არას მომიგებ? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?15. მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი შერჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რასათჳს არა იჴმილვე უფალი ეგე შენი მეფე, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა მაგის შენისა მეფისა?16. არა კეთილ არს საქმე ეგე თქუენი, რომელ ჰყავით, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ხართ მცველნი ეგე უფლისა თქუენისა მეფისანი, ცხებულისა უფლისა! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისა, რომელი იყო სასთუნალით კერძო მისა!
პირველი მეფეთა თავი 26