პირველი მეფეთა 24:12
11. აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი.12. და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და შენ მდევნი მე.13. და აწ საჯენ უფალმან ჩემ შორის და შენ შორის! და სამართალი გამომეცინ მე უფალმან შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არა გავნო შენ.
პირველი მეფეთა თავი 24