პირველი მეფეთა 24:11
10. ჰრქვა დავით მეფესა: რადმე ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელნი გითხრობენ, ვითარმედ დავით გიმზირს შენ მოკლვად?11. აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი.12. და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და შენ მდევნი მე.
პირველი მეფეთა თავი 24