პირველი მეფეთა 23:2
1. მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა, და გარემოს არბევენ საცხოვარსა, და შესჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანობირსა!2. და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ, მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი! და ჰრქუა უფალმან დავითს: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე კეილა!3. მიუგო ერმან მან, რომელი იყო დავითის თანა და ჰრქუეს: ჩვენ ჰურიასტანს ვართ შიშსა შინა, აწ ვერ მივიდეთ კეილად ღელესა მას უცხოთესლთასა.
პირველი მეფეთა თავი 23