პირველი მეფეთა 22:6
5. და ჰრქუა მას გაად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ შენ ქუეყანად იუდაისა! და წარვიდა დავით მიერ და მივიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სართისა.6. და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნველთასა, და ჰოროლი ჴელთა ჰქონდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისსა.7. მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ ესე, ნაშობნო ბენიამენისანო! უკუეთუ ნანდვილვე ძემან იესესმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზვრები ვენაჴთა, ანუ თუ დაგადგინეს თქუენ ასისთავად და ათასისთავად?
პირველი მეფეთა თავი 22