პირველი მეფეთა 22:18
17. ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოსწყჳდენით ყოველნი! რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლა იგი მისი და არა მაუწყეს მე. ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვა მღდელთა მათ უფლისათა.18. და ჰრქუა საულ დოიკ იდუმელსა: მივედ და მოსწყჳდენ მღდელნი ეგე უფლისანი მახჳლითა! მივიდა დოიკ იდუმელი და მოსწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა, და მოსრნა მან მას დღესა შინა სამასოთხმოცდახუთი კაცნი, რომელნი-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა.19. ნობა, ქალაქი იგი მღდელთა, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცამდე, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი ყოველი მოსრა პირითა მახჳლისათა.
პირველი მეფეთა თავი 22