პირველი მეფეთა 21:7
6. ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.7. და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი.8. და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო.
პირველი მეფეთა თავი 21