პირველი მეფეთა 21:12
11. მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?12. და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა.13. და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა.
პირველი მეფეთა თავი 21