პირველი მეფეთა 21:10
9. მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას.10. და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა.11. მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?
პირველი მეფეთა თავი 21