პირველი მეფეთა 20:29
28. მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემად, ქალაქად თჳსა.29. რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო და კაცი მომივლინესო ძმათა ჩემთა, რათა მივიდეო.აწ მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნი და მის გამო არა შემოვიდა პურის-ჭამად შენს წინაშე.30. და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: შობილო ქალო, გულ-დედალო, მდედრ გაზრდილო! მე არა ვიცი, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესესისა სირცხჳლად შენდა და საგინებელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისა?
პირველი მეფეთა თავი 20