პირველი მეფეთა 20:26
25. და დაჯდა მეფე საინაჴესსა თჳსსა და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა გუერდით კერძო საულისსა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცუდად დაშთომილ იქმნა.26. და საულ არა თქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ნუთუ ზრუნვასა რასმე შეპყრობილ იყოს გული მისი და არა განწმედილ იყოს.27. და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თვისასა მიხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერადვე და ჰრქუა იონათანს, ძესა მისსა: რადმე არა შემოვიდა ძე იესესი გუშინ, ანუ დღეს პურის-ჭამად?
პირველი მეფეთა თავი 20