...ეს არ თქვას, იგი ცოდვათა სახეებს ცალ-ცალკე ჩამოთვლის. რადგან „არს ცოდვაჲ სასიკუდინე“ (), როგორც ელიც ამბობდა: „უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს?“ (). რჯულშიც ზოგი რამ უკურნებელი იყო და სიკვდილითაც ისჯებოდა, ზოგს კი ერთგვარი უსწრაფესი ნუგეში ჰქონდა; ასევე ამბობს ქრისტეც ახალ აღთქმაში: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ამბობს: „ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ“ (). „ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს“, მაშინ „იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (). თუმცა სხვაგან პეტრემ თქვა: „უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას?“, და მოისმინა: **„ვიდრე სამეოც დ...
პირველი მეფეთა 2:25
24. ნუ ეგრე, შვილნო! არა კეთილ არს ამბავი ესე, რომელი მესმის თქუენთჳს; ნუ ეგრე ზამთ, ვითარმცა არა მონებთ ერსა უფლისასა.25. უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს? და არა ისმენდეს ჴმასა მამისა მათისასა, რამეთუ ნეფსით უნდა უფალსა განრყუნა მათი.26. და ყრმა იგი სამოველ ვიდოდა და განდიდნებოდა. და იყო იგი სათნო ღმრთისა და კაცთა.
პირველი მეფეთა თავი 2