პირველი მეფეთა 19:21
20. და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.21. ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.22. და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!
პირველი მეფეთა თავი 19