პირველი მეფეთა 16:3
2. მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.3. და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!4. და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?
პირველი მეფეთა თავი 16