მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 16:1

1. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!2. მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.
პირველი მეფეთა თავი 16
1. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:

...; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.

არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა მოსეს, ამისთჳსცა იჴსნა ძმაჲ თჳსი და სამეოცი ბევრი ერისაჲ მის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ; და დაჲ თჳსი ვერ იჴსნა. და არავე დიდი იყო მისი იგი ცთომაჲ, რამეთუ მან მოსესთჳს თქუა სიტყუაჲ შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესცოდეს. საძიებელ არს, თუ ვითარ იგინი მიანიჭნა მოსეს, ევედრებოდა რაჲ, და დისათჳს არა უსმინა? და რად ვიტყჳ დისათჳს? თავისა თჳსისათჳს ვერ ითხოა საქმე ერთი, არამედ ესოდენთა შრომათა შინა და ჭირთა, შემდგომად ორმეოცისა წლისა ოფლთა და ღ...

სრულად ნახვა